ბუღალტერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
სრული აღწერა
29-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
- შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
- მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე;
- საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
- ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სისწრაფე და ოპერატიულობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ალფა" სამედიცინო ჰოლდინგ "ავერსის" შვილობილი კომპანიაა.
"ალფა" დაარსდა 2009 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს როგორც საცალო, ასევე კორპორაციული მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია მუდმივად განვვითარდეთ თქვენი სურვილების შესაბამისად და უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე.
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

