ბუღალტერი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
სრული აღწერა
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ.თბილისში.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და პროგრამული აღრიცხვა IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
- ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ექსპლუატაციაში მიღების, რემონტის , ჩამოწერის და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალებების მოძრაობის დოკუმენტაციის ასახვა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე, ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული სატრანზიტო ანგარიშების ნაშთის კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა, გადაფასების/ღირებულების ცვლილების აღრიცხვა;
- სხვადასხვა სახის ხარჯების კლასიფიცირება და პროგრამული აღრიცხვა (მ.შ საწვავები, ქონების დაზღვევა და სხვ.) შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მოძიება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების იდენთიფიცირებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;
- კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
- აუდიტთან უერთიერთობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

