ბუღალტერი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 1 400–2 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ნატახტარი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია
სრული აღწერა
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია.
"მარგიო" - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს.
სამუშაო ადგილები:
- ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
- თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო "სამგორიდან".
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
- შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
- საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება;
- მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა;
- იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა;
- უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: giorgi.mamuladze@margio.ge
სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი: "ბუღალტერი - ნატახტარი" ან "ბუღალტერი - "თბილისი".
საკონტაქტო ნომერი: 574 88 02 35.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

