ბუღალტერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე
სრული აღწერა
კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
ამჟამად, შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე;
სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომერციული პროდუქციის შესყიდვა
- საგადასახადო პორტალზე ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი
- მიმდინარე ხარჯების დარიცხვები
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- სალაროს / ბანკის ოპერაციები
- ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა
- ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითეთებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
- ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;
- საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- აქტიური
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
- შრომისმოყვარე
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@europroduct.ge vacancy@europroduct.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, „ბუღალტერი,“ წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 1-დან 2 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

