ბუღალტერი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
სრული აღწერა
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები.
"მედ დიაგნოსტიკა"პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს;
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათამდე;
ანაზღაურება: 2500 ლარი (NET)
ფუნქცია მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
- ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
- საბანკო ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
- მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- ბუღალტრული პროგრამაში მონაცემების შეყვანა და განახლება;
- ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება/არქივირება;
- მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
- საჭირო ანგარიშგებებისა და ცხრილების მომზადებაში მონაწილეობა;
- კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური პროცედურების დაცვა.
- ხელფასების უწყისის გამზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
