ბუღალტერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ-პარ, 09:00-18:00
სრული აღწერა
"კაია" არის თანამედროვე ტიპის თუნუქის საწარმო, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, თუნუქისგან აწარმოებს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალებს.
ვაკანსია: ბუღალტერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტის ხიდების მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2000-3000 (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების შესრულება (შესყიდვები, საბანკო ოპერაციები, რეალიზაციების და ჩამოწერის ოპერაციების წარმოება, ინვენტარიზაციის შედეგების ბაზაში ასახვა;)
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა, დაარქივება;
- დოკუმენტაციების სიზუსტის მონიტორინგი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
- დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაციის კონტროლი;
- მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა FMG (INFO) მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Word და Excel საბაზისო დონის ცოდნა;
დამატებითი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორინტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: gvinjiliasalome@gmail.com. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
განაცხადის გაკების ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"კაია" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
