ბუღალტერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- ანაზღაურება
- 3 800+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10 სთ-18 სთ. / 11 სთ. 19 სთ · ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი
სრული აღწერა
კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10 სთ-18 სთ. / 11 სთ. 19 სთ;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: დარიცხული 3800 ლარიდან, შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
- გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- სალაროს ნაშთის კონტროლი;
- საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
- უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა;
- საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
tbilisiconstruct777@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
