ბუღალტერი
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-დან 19:00 საათამდე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მთავარი მოთხოვნა
- რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობით
სრული აღწერა
აუდიტორულ კომპანია TMC-ის ესაჭიროება ბუღალტერი, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად სამშენებლო კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვაზე.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება ხელზე: 2000-2500 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი, საბურთალო.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობით.
აუცილებელი უნარები:
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
- საგადასახადო ორგანოებში, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და მათი წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
- ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,ბუღალტერი“ (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).
დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com.
კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 - 2500
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,რუსული
- ტექნიკური უნარები
- Microsoft Excel
- ენები
- ქართული, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

