ბუღალტერ-ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი No226
სრული აღწერა
"SENA AUTO Group" არის საქართველოში მოქმედი საავტომობილო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილების გაყიდვის, ავტოსერვისისა და სხვა საავტომობილო სერვისების მიმართულებით ემსახურება.
კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები: JAC Motors, Chery, Honda, KGM, CMC - Mitsubishi, SENA, Skywell და Thinkcar.
ამ ეტაპზე გვაქვს ორი ვაკანტური პოზიცია:
- ბუღალტერ-ოპერატორი
- დამხმარე ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №226
- ბუღალტერ-ოპერატორი
ანაზღაურება: 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დახარისხება და დამუშავება;
- ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების გამოწერა;
- მომწოდებლებისა და მომხმარებლების ანგარიშსწორებების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- საბანკო ამონაწერებისა და საბუღალტრო მონაცემების შედარება;
- მთავარი ბუღალტრისთვის ყოველთვიური ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება;
- მთავარ ბუღალტერთან ერთად თვის დახურვის პროცესში დახმარება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
- მთავარი ბუღალტრისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ბუღალტრად ან ბუღალტერ-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- SuperFin-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- RS.ge-ს ცოდნა;
- Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
რას გთავაზობთ?
- FIT Pass;
- მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო;
- სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- გამოცდილ მთავარ ბუღალტერთან თანამშრომლობისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.
- დამხმარე ბუღალტერი
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამხმარე ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, პროგრამული ასახვა და არქივირება;
- ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების გამოწერა;
- შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და მომხმარებლების ანგარიშსწორებების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- საბანკო ამონაწერებისა და საბუღალტრო მონაცემების დამუშავება;
- მთავარი ბუღალტრისთვის ყოველთვიურ ფინანსურ და საბუღალტრო რეპორტინგში თანამონაწილეობა;
- მთავარ ბუღალტერთან ერთად თვის დახურვის პროცესში დახმარება;
- მთავარი ბუღალტრისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმცროს ბუღალტრად ან დამხმარე ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- Fina-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- RS.ge-ს ცოდნა აუცილებელია;
- Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ?
- მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ მთავარ ბუღალტერთან თანამშრომლობისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hrgaaholding@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი-ოპერატორი".
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
- ანაზღაურების პირობები
- 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) · 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


