ბუღალტერ-ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას · მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 17 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდებს:
http://mrmaster.ge
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
- ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
- შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
- თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების კუთხით;
- აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- ბუღალტრად მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილების ქონა;
- საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია, შესყიდვების კუთხით გამოცდილების ქონა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200₾ + პრემია (150-200 ₾).
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mrmaster.ge.
გთხოვთ, (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი `
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
