ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
სრული აღწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში, ბრიფინგ-ნოტამ ოფიცრის პოზიციაზე.
თბილისი - 5 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ქართული ენის ცოდნა
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობისა უნარი;
- ინტენსიურ სამუშაო გარემოსთან შეგუების უნარი;
- ურთიერთობების კარგად წარმართვის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღების უნარი;
- შეუპოვრობა და კონცენტრაციის უნარი;
- სტრესისადმი მდგრადობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ფრენის გეგმის მიღება, შემოწმება, გავრცელება;
- ფრენის გეგმასთან დაკავშირებული შეტყობინებებთან მუშაობა;
- საფრენოსნო ეკიპაჟის ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა (PIB, ზეპირი ბრიფინგი) და ფრენის შემდგომი ინფორმაციის მიღება;
- სააერნაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიღება, შემოწმება, TAM -შეტყობინებების სახით (NOTAM, SNOWTAM, ASHTAM) გავრცელება;
- დინამიური მონაცემების ლოკალური ბაზის წარმართვა
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2026 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური - ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი".
ტესტირებისა და გასაუბრებისა ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
