ბრენდისა და კომუნიკაციების მენეჯერი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-დან 19:00-მდე
სრული აღწერა
"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის მიზანი:
კომპანიისა და მისი პროექტების ბრენდის განვითარება, ერთიანი საკომუნიკაციო სტილის დაცვა და ბრენდული კამპანიების ეფექტიანი მართვა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ბრენდის სტრატეგიის, პოზიციონირებისა და ტონალობის მართვა;
- წლიური და კვარტალური საკომუნიკაციო გეგმების მომზადება;
- ახალი პროექტებისა და კამპანიების საკომუნიკაციო კონცეფციების შექმნა;
- სოციალური მედიის კონტენტგეგმის, ტექსტებისა და მთავარი გზავნილების შემუშავება;
- PR მიმართულების მართვა — პრესრელიზები, ინტერვიუები და მედიასთან ურთიერთობა;
- დიზაინერების, სააგენტოებისა და სხვა კონტრაქტორების ბრიფინგი და კოორდინაცია;
- გაყიდვების მხარდამჭერი მასალების მომზადება;
- ყველა არხში ბრენდის ვიზუალური და ტექსტობრივი სტანდარტების კონტროლი;
- ღონისძიებების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
- კამპანიებისა და კომუნიკაციის შედეგების მონიტორინგი.
ძირითადი KPI-ები:
- საკომუნიკაციო და კონტენტგეგმების შესრულება;
- კამპანიების დროული და ხარისხიანი გაშვება;
- ბრენდის ერთიანი სტანდარტის დაცვა;
- ბრენდის ცნობადობის, Reach-ისა და Engagement-ის ზრდა;
- მედია გაშუქების რაოდენობა და ხარისხი;
- გაყიდვების მხარდამჭერი მასალების დროული მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ბრენდის, კომუნიკაციების, PR-ის ან კონტენტმარკეტინგის მიმართულებით;
- გამართული ქართული და ინგლისური;
- ძლიერი ტექსტობრივი და პრეზენტაციის უნარები;
- სააგენტოებთან და შემოქმედებით გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
- რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
