ბრენდის მენეჯერი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ანაზღაურება
- 3 000 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, გლდანი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30 - 18:00 (ორშ–პარ)
სრული აღწერა
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
- ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
- პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
- ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
- მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
- ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
- მომწოდებლებთან ურთიერთობა
- პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
- გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
- ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
- პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
- გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით).
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: 3000 ლარის ოდენობით ფიქსირებული (პირველი 3 თვე, სამი თვის შემდეგ + ყოველთვიური 500 ლარიანი საბონუსე ფონდი და კვარტალური 1500 ლარიანი ბონუსი)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV ელფოსტაზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
