ბრენდ მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით · სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით · ანაზღაურება - ფიქსირებული
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე)
- საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
- გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა;
- მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;
- შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება;
- ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
- დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
- კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;
- საგარანტიო საკითხებში ჩართულობა;
- მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
- აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
- ექსელის კარგად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
