Caffè Motta
მარკეტინგიბრენდ მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
სრული აღწერა
"Caffè Motta" იტალიური ყავის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელიც 1960 წელს ქალაქ სალერნოში დაარსდა. კომპანია ყოველწლიურად 11.5 მილიონ კილოგრამ ყავას აწარმოებს და აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე.
"Caffè Motta"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს ყავის ინდუსტრიაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, კარგად ესმის ყავის მომზადების პროცესი და სურს პროფესიული განვითარება გაყიდვებისა და კომერციული ურთიერთობების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული და HoReCa კლიენტების მოძიება, პროდუქციის პრეზენტაცია, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმება;
- არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- კლიენტებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროდუქციის დროული მიწოდების კოორდინაცია;
- პარტნიორ ობიექტებში რეგულარული ვიზიტები, ყავის მომზადების ხარისხისა და სტანდარტების მონიტორინგი;
- ბარისტებისა და მომსახურე პერსონალის ადგილზე ტრენინგი — ყავის მომზადება, საფქვავის კალიბრაცია, ექსტრაქციის პარამეტრები და ხარისხის სტანდარტები;
- ყავის აპარატურისა და საფქვავების ყოველდღიური მოვლის, ჰიგიენისა და პერიოდული წმენდის პროცესების კონტროლი, პერსონალის ინსტრუქტაჟი;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After-Sales Service), კლიენტების საჭიროებებზე დროული რეაგირება და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ყავის ობიექტში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, კონრეტულად ბარისტას პოზიციაზე აუცილებელია მოთხოვნაა;
- ყავის, ესპრესოს ექსტრაქციისა და მომზადების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ყავის საფქვავის კალიბრაციისა და ესპრესოს პარამეტრების გასწორების უნარი;
- ყავის აპარატურის ყოველდღიური მოვლისა და ჰიგიენის პროცედურების ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
- საქმიანი მიმოწერისა და საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- საერთაშორისო იტალიური ყავის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებას ყავის ინდუსტრიაში, გაყიდვებსა და ბიზნესურთიერთობების მართვაში;
- პრაქტიკული და კომერციული უნარების გაღრმავებას, ბრენდის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას;
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV პირადი შეტყობინებით ან ელფოსტაზე: specialtydrinks7@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Caffè Motta — Brand Manager
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
