ბრენდ მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 5 ნოე
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ბრენდ მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ბრენდ მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- სადაზღვევო პროდუქტების კომუნიკაცია როგორც საცალო და კორპორატიული ბაზრისთვის, ასევე თიბისი ბანკის ქსელში;
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- ავტომობილის დაზღვევის მიმართულების სრული მარკეტინგული მხარდაჭერა;
- გაყიდვების და პროდუქტების დეპარტამენტებთან ერთობლივი მუშაობა შეთავაზებების შექმნაზე;
- კამპანიების ფარგლებში სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება;
- სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
- სარეკლამო კამპანიის ფარგლებში PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობის ერთიანობის დაცვა ყველა არხში;
- ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
- პოლიგრაფიული და ბრენდირებული მასალების შექმნა და მონიტორინგი;
- მარკეტინგული მასალების შესყიდვების წარმოება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და ხარჯების კონტროლი.
- ჩართულობა და მონიტორინგი თიბისი დაზღვევის არხებში კონტენტის შექმნაში;
- მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დროში დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- მომხმარებელთა ქცევის, ტენდენციებისა და ბაზრის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
- კამპანიების შედეგების გაზომვა (ROI, გაყიდვების ზრდა, ცნობადობის დონე) და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე სფეროში (მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში - MBA - ჩაითვლება უპირატესობად).
- 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, საიდანაც სასურველია 2 წელი ბრენდის მართვის ან უფროსი მარკეტერის პოზიციაზე;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- მომხმარებელზე ორიენტირებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბრენდ მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

