ბრენდ მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3 (აშშ საელჩოსთან)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სასიამოვნო სამუშაო გარემო
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. საოჯახო ქიმია/ჰიგიენა/კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სრული აღწერა
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში საკვები პროდუქტების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და კოსმეტიკა/ჰიგიენის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3 (აშშ საელჩოსთან)
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სასიამოვნო სამუშაო გარემო;
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბრენდების პორტფელის მართვა & მათი განვითარება;
- უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
- შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
- ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება;
- სხვადასხვა სახის რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. საოჯახო ქიმია/ჰიგიენა/კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა, წერილობით და ზეპირი;
- ადგილობრივ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);
დამატებითი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარები;
- დროის მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე: vacancy@naturland.ge არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი". CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
