ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი
სრული აღწერა
"რედ ბული" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი (BMM) ხელმძღვანელობს მარკეტინგულ აქტივობებს, რომელთა მიზანია ბრენდის ცნობადობის (top-of-mind awareness), ბრენდისადმი სიყვარულის, აქტუალურობისა და მოხმარების ზრდა, რაც საბოლოოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბრენდისადმი ერთგულების გაძლიერებას უწყობს ხელს. BMM-ები განასახიერებენ ჩვენს პირობას, "გლობალურ ბრენდს ადგილობრივი სახე მივცეთ": ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ ინოვაციურ ადგილობრივ ბრენდ-კამპანიებს და ზრუნავენ, რომ ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრის რანგში, თქვენ ჩაუდგებით სათავეში მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილობრივი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრენდს სიცოცხლეს შთაბერავს.
პასუხისმგებლობები, რომელსაც მოგანდობთ:
მომხმარებლის ინსაიტები:
- კარგად გაიცანით მომხმარებელი და გახდით მისი ხმა ბრენდში: ადგილობრივი ინსაიტების, დემოგრაფიისა და ფსიქოგრაფიის ცოდნით მოახდინეთ გავლენა ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასა და მის განხორციელებაზე.
- შექმენით ინკლუზიური და კულტურულად რელევანტური მარკეტინგული კომუნიკაციები და გამოცდილებები, რომლებიც ავთენტურად ასახავს ადგილობრივ თემებსა და მათ მრავალფეროვნებას.
- მუდმივად გამოავლინეთ მომხმარებელთა განვითარებადი ტრენდები და შესაძლებლობები, რათა Red Bull-ის მარკეტინგმა მომხმარებლები ახალი და საინტერესო გზებით ჩართოს აქტივაციებში.
ბრენდ მარკეტინგი:
- დაიცავით ბრენდის ღირებულება (brand equity) და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი ბრენდ-აქტივობები (ბრენდი, სპორტი, კულტურის პროექტები) გლობალურ სტრატეგიასა და სტანდარტებს შეესაბამება; ადგილობრივ გუნდებს გაუწიეთ უკუკავშირი და ქოუჩინგი.
- შეიმუშავეთ და განახორციელეთ ინოვაციური, ინსაიტებზე დაფუძნებული 360° ადგილობრივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთა აქტივაციის გეგმები, რომლებიც ზრდის პროდუქტზე მოთხოვნას და ცნობადობას, აძლიერებს ბრენდის ღირებულებას, ჩართულობასა და აქტუალურობას და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
- იქნებით პასუხისმგებელი კრეატიული მასალების შემუშავებაზე, ბრიფების წერასა და დამტკიცების პროცესზე იმ გამორჩეული მასალებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ნახავს მაღაზიებში, ონლაინ სივრცეში და ფილდზე.
- უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და შექმენით ისეთი ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც "საუკეთესო კლასის" (best-in-class) შესრულებას უზრუნველყოფს.
ინიციატივები და გაყიდვების მხარდაჭერა:
- ჩაუდექით სათავეში პროდუქტის ყველა ლონჩს და შეიმუშავეთ ფუნქციათაშორისი გეგმები ქვეყნის მასშტაბით.
- დარწმუნდით, რომ ვიზუალური იდენტობა (look & feel) შესაძლებლობისას ადგილობრივ მარკეტინგულ მასალებს ეყრდნობა და ამავე დროს ადგილობრივ/გლობალურ კრეატიულ სტანდარტებს შეესაბამება.
- გამოიყენეთ ადგილობრივი პროგრამები საცალო ქსელებში გაყიდვების გასაზრდელად.
- უზრუნველყავით, რომ პროდუქტის სტრატეგია სწორად აისახოს ადგილობრივ ღონისძიებებზე: ღონისძიებებზე პროდუქტის განთავსების სქემები (planogram) შეათანხმეთ ინიციატივების გუნდთან და გეგმის სწორად შესასრულებლად ივენთ მენეჯერებთან იმუშავეთ.
- გამოავლინეთ ადგილობრივი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგის გუნდმა გაყიდვის წერტილის მასალების (POS) შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს.
- უზრუნველყავით POS სტრატეგიის სწორი შესრულება: ხელმძღვანელობდეთ ბაზრის ადგილობრივ ვიზიტებს, რეალურ დროში გაუზიარეთ უკუკავშირი დისტრიბუციის გუნდებს/ ითანამშრომლეთ გაყიდვების გუნდთან, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო მასალები და ინსტრუმენტები გაყიდვის წერტილში კომუნიკაციისთვის.
- შეიმუშავეთ მოხმარების ოქეიჟენების სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის თანმიმდევრულობას, საუკეთესო შესრულებას და ბრენდისა და მოხმარების მდგრად ზრდას.
- ითანამშრომლეთ Sports, Culture და Media Network გუნდებთან ბრენდ-ინიციატივების შედეგების გასაუმჯობესებლად.
- შეიტანეთ წვლილი ბრენდ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბებაში: განსაზღვრეთ მკაფიო KPI-ები, სისტემატურად აკონტროლეთ შედეგები და კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გაუზიარეთ მიღებული გაკვეთილები.
- ჩაუდექით სათავეში კამპანიების ადგილობრივად რელევანტურ სტრატეგიებად და შესრულების გეგმებად გარდაქმნას.
რეკლამა და კრეატივი:
- გაუზიარეთ სარეკლამო გუნდს ადგილობრივი ინსაიტები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს სარეკლამო გეგმები.
- გაუწიეთ კონსულტაცია მედია გეგმებსა და კრეატივებზე, რათა მედია მიქსი და კრეატივები ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს.
- შეიმუშავეთ მკაფიო კრეატიული ბრიფები, რათა სააგენტოებმა მსოფლიო დონის კრეატიული პროდუქტი შექმნან.
ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება და ბრენდის სტანდარტები:
- უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და "საუკეთესო კლასის" შესრულება.
- განსაზღვრეთ ყველა კამპანიისთვის შესაბამისი და გაზომვადი მარკეტინგული მიზნები.
- გულდასმით მართეთ ბრენდ მარკეტინგის ბიუჯეტები ქვეყნის მასშტაბით.
- მუდმივად დააკვირდით კონკურენტების მარკეტინგულ აქტივაციებს და გაუზიარეთ ისინი გლობალური ბრენდ გუნდს.
გამოცდილება:
ცოდნისა და გამოცდილების სფეროები, რომლებიც ამ როლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
- ბრენდ მარკეტინგის 4+ წლიანი გამოცდილება.
- მყარი გამოცდილება მომხმარებლის მარკეტინგსა და საცალო აქტივაციაში, სასურველია FMCG გარემოში.
- ციფრული და სოციალური მედიის პრაქტიკული ცოდნა.
- ადგილობრივ ბაზრებზე სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
- ბიუჯეტების მართვისა და ტრადიციული თუ არატრადიციული ბრენდ მარკეტინგის სტრატეგიებთან მუშაობის გამოცდილება.
- პროექტების მართვის გამოცდილება იდეიდან განხორციელებამდე.
- წარმატებული მუშაობა თანამშრომლობით და კრეატიულ გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@redbull.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
