ბრენდ - ამბასადორი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსია: ბრენდ - ამბასადორი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლ
მეღვინეობა SHILDA ეძებს პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდის ცნობადობის, პოზიტიური იმიჯისა და ლოიალობის ზრდას. წარმოადგენს კომპანიას საზოგადოების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, აწარმოებს კომუნიკაციას მომხმარებელთან და ქმნის ბრენდისადმი ნდობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ბრენდის სათანადო წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, სამიზნე აუდიტორიაზე, შეხვედრებსა და პიარ აქტივობებში.
- ბრენდის სწორად პოზიციონოირებაზე კომუნიკაცია, სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო და გაყიდვების არხში.
- დეგუსტაციების ,პრეზენტაციების ჩატარება პარტიორებთან, გაყიდვების გუნდთან.
- პარტნიორებთან უკუკავშირის შეგროვება და გაყიდვებთან გაზიარება.
- ჩატარებული აქტივობების ანალიზი და შეფასება.
- რეკომენდაციების გაცემა ასორტიმენტში ცვლილებებზე.
- ახალი სახეობების და ცვლილებების დროს პრეზენტაციის ჩატარება მომხმარებლებთან და გაყიდვების გუნდათან.
- სოციალური მედიის საშუალებით ბრენდის პოპულარიზება (ფოტო/ვიდეო კონტენტი, რეკომენდაციები, მიმოხილვები).
- ბრენდის სასურველი იმიჯის შენარჩუნება და გაუმჯობესება როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ.
- პარტნიორებთან, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობების შექმნა.
- მნიშვნელოვანი აქტივობების, კამპანიისა და სერვისების რეკომენდაცია და პოპულარიზაცია.
- ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა განწყობებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
- კომპანიის ღირებულებების და სტანდარტების დაცვა ყველა აქტივობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
- დამატებითი კვალიფიკაცია მარკეტინგისა და ბრენდის მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდის წარმომადგენლობის, გაყიდვების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
- ბრენდის პოპულარიზაციისა და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობის ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- ბრენდის პოზიციონირებისა და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;
- სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხების ცოდნა;
- მომხმარებელთან ურთიერთობისა და აუდიტორიის დაინტერესების უნარი;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
პიროვნული კომპეტენციები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროაქტიულობა;
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა;
- თავდაჯერებულობა და პრეზენტაბელურობა;
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
- ბრენდის ღირებულებებისა და კორპორაციული იმიჯის წარმოჩენის უნარი.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებისა და სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა.
კომპანიაში გელოდებათ
- სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
- მეგობრული და პროფესიონალური გუნდი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მეღვინეობა "SHILDA" ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ ბრენდ - ამბასადორის.
პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ღვინის პროდუქციის დისტრიბუციას, პარტნიორ კლიენტებთან პირდაპირ კომუნიკაციასა და მიწოდების პროცესის გამართულ წარმართვას.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის დაწვრილებით სანახავად იხილეთ ბმული: განაცხადის შევსება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



