ბიზნესს მარკეტოლოგი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 10:00 – 18:00
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს „ბიზნესს მარკეტოლოგს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ანაზღაურება: 6000 ნეტი
კონკრეტული ამოცანები:
- KPI-ების მიღწევა: ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების შესრულება, ბაზრის მთავარი ექსპერტის პოზიციონირება და ყველა ადგილობრივი აქტივობის ინიცირება.
- მთავარი მაჩვენებლები (KPIs): GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაზრდა ადგილობრივ ბაზარზე.
- ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის ცენტრალურ გუნდამდე ეფექტიანად მიტანა.
- სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასახული მიზნების შესრულება.
- ლოკალური აქტივობები: ლოკალურად რელევანტური იდეების გენერირება, დასაბუთება და სისრულეში მოყვანა.
- კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტისა და GR გუნდებთან.
- ანგარიშგება: ყოველთვიური რეპორტინგი ეფექტიანობაზე, პროგრესსა და სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშების მომზადება.
- ლოკალიზაცია: კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა, ადაპტაცია და ადგილობრივი კონტექსტის მორგება.
სამართლებრივი და შიდა შეთანხმება:
- ყველა სარეკლამო მასალის (ბანერები, პოსტები, კონკურსის პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან.
- კონტრაქტორების მართვა: ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა.
- შეხვედრების ოქმები: პროდუქტის გუნდთან შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება და შედეგების გაზიარება.
- მონიტორინგი და ანალიტიკა
- ბაზრის მონიტორინგი: სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და მოკლე ანგარიშების გაგზავნა სამუშაო ჩატში (Telegram / Band).
- კამპანიების ანალიზი: გაშვებული კამპანიების ეფექტიანობის ყოველთვიური ანალიზი (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან და SMM პლატფორმებიდან).
ღონისძიებები და პროექტები:
- ივენთების ორგანიზება: ლოკაციების მოძიება, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ინფლუენსერ-მარკეტინგი: ადგილობრივი ბლოგერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები და ყოველთვიური ბრიფინგი.
- SMM მხარდაჭერა: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური თემები), კომენტარების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების ესკალაცია.
- სპეციალური პროექტები: სპეცპროექტების მართვა ბრიფიდან რეალიზაციამდე (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადადებების მომზადება და ა.შ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.
- მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით.
- მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.
- ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა.
- მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
- ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა.
- პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება.
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები.
- აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნესს მარკეტოლოგი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

