ბიზნესკონსულტანტი
- ქალაქი
- რუსთავი
სრული აღწერა
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნესკონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
- ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
- ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
- პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
- თანამშრომლობის განვითარების პროცესში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
- მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
- კომპეტენციის ფარგლებში, ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
- სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- საქმიანი მიმოწერის წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
- მაღალი ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე hr@gedc.ge.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
