ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი და რეგიონები
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (სრული განაკვეთი)
- ბენეფიტები
- ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს · პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს · კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
- მთავარი მოთხოვნა
- HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია: შპს „ვასაძის პური“ (საკონდიტრო კომპანია „სანდომი“)
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე
ზოგადი მიმოხილვა
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება.
- ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება.
- კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება.
- გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.
- პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა.
- ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა.
- ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა.
- გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
- უნარ-ჩვევები და ცოდნა:
- გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
- მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა;
- დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
- ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის ბარათს.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

