ბიზნესის განვითარების ოფიცერი
- მისამართი
- მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00
სრული აღწერა
"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომელიც ქმნის და ავითარებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს.
ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა "FXHub" - ონლაინ ვალუტის გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის კონვერტაციას კონკურენტული კურსით, სწრაფად და მარტივად.
"FXHub"-ის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ ბიზნესის განვითარების ოფიცერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოზიდვა, FXHub-ის სერვისის შეთავაზება და კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და Cold Calling-ის განხორციელება;
- კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
- ახალი კლიენტის მოზიდვის სრული პროცესის მართვა;
- პოტენციური გარიგებებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის მართვა;
- ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და მიზანდასახულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ფინანსურ სექტორში, საბანკო სფეროში, სავალუტო ოპერაციებში ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ჯგუფში;
- სწრაფად განვითარებად ფინანსურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- საბონუსე სისტემას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელ.ფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
