ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სრული აღწერა
"GoSMS" ეძებს ბიზნესის განვითარების მენეჯერს.
თუ გაქვს გაყიდვების გამოცდილება, შეგიძლია ახალი ბიზნესკლიენტების მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, შემოუერთდი GoSMS-ის გუნდს.
შენი მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოძიება, საკუთარი კლიენტთა პორტფელის მართვა და მათი საჭიროებების შესაბამისად SMS სერვისისა და კომპანიის სხვა პროდუქტების შეთავაზება.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური ბიზნესკლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დაწყება;
- კლიენტის საჭიროებების შესწავლა, პროდუქტების წარდგენა და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- მოზიდულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
- საკუთარი პორტფელის ფარგლებში მომსახურების მოხმარებისა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- არსებული კლიენტებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
- კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
- CRM-ში ინფორმაციის განახლება და გაყიდვების შედეგების ანგარიშგება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება;
- მოლაპარაკების წარმოებისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარი;
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია;
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე.
*უპირატესობად ჩაითვლება:
- SMS სერვისების გაყიდვის გამოცდილება;
- B2B გაყიდვების გამოცდილება ტექნოლოგიურ ან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV მისამართზე: hr@gosms.ge.
წერილის სათაურში მიუთითე: "ბიზნესის განვითარების მენეჯერი — GoSMS".
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "Fixgroup"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
