ბიზნესის განვითარების მენეჯერი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- ქალაქი
- საზღვარგარეთ
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
Kartuli.News - ქართული ცნობები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ჩვენ ვართ მზარდი ევროპული საინფორმაციო/მედია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ევროპის მასშტაბით მცხოვრებ ქართულ ემიგრაციას. ჩვენი მიზანია შევქმნათ სტრატეგიული ხიდი ევროპულ და ქართულ ბიზნესებსა და ევროპაში მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ აუდიტორიას შორის.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორების მოძიება და სეგმენტაცია: სხვადასხვა სფეროს კომპანიების (სატრანსპორტო, ფინანსური, იურიდიული, ტურისტული, დასაქმების, განათლების და ა.შ.) იდენტიფიცირება ევროპასა და საქართველოში, რომელთათვისაც საინტერესოა ქართველი ემიგრანტების აუდიტორია.
- სტრატეგიული კომუნიკაცია: პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან პირველადი კონტაქტის დამყარება (B2B კომუნიკაცია, Cold Emailing, LinkedIn, პირდაპირი ზარები).
- შეთავაზებების მომზადება და წარდგენა: კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სარეკლამო და პარტნიორული პაკეტების პრეზენტაცია.
- მოლაპარაკებები და გარიგებების დახურვა: პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა, ხელსაყრელი პირობების შეთანხმება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- ბაზრის ანალიზი: ახალი შესაძლებლობებისა და სარეკლამო მიმართულებების ინიცირება პლატფორმის შემოსავლების გასაზრდელად.
სამუშაოს ფორმატი: ონლაინ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე (ან LinkedIn პროფილის ბმული) ელ.ფოსტაზე: info@kartuli.news
სათაურის ველში მიუთითეთ: "ბიზნესის განვითარების მენეჯერი"
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ფრილანსი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება
- ენები
- ინგლისური
- ენები
- ინგლისური
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
