ბიზნესის განვითარების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. #5
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 10:00-18:00
სრული აღწერა
შპს „ჯი ეს სი“ 30 წელია, საქმიანობს უსაფრთხოების სისტემების სფეროში, ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებულ მრავალფეროვან პროდუქციას და სერვისს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან უკუკავშირი;
- კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება;
- ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია, პოტენციური და არსებული მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობა, სხვადასხვა ლოკაციაზე პრეზენტაციის ჩატარება);
- მიმართულების განვითარების გეგმების/სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია მსგავს სფეროში და CCTV/IT სისტემებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00-18:00;
მისამართი: ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. #5.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ekamaisuradze@gsc.ge.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

