ბიზნესის განვითარების დირექტორი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
KH & PARTNERS აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე.
თბილისი
სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებულება მმართველ პარტნიორთან
ვინ ვართ
საერთაშორისო იურიდიული კომპანია. 33 წლის პრაქტიკა, ხუთი დეპარტამენტი, 36 მიმართულება. პარტნიორ ფირმებთან ერთად 160-ზე მეტი იურისტი 11 ქვეყანაში.
კომპანია ჰოლდინგ LGM GROUP-ის ნაწილია. ჰოლდინგში ასევე შედის YUSTIA — ციფრული იურიდიული პლატფორმა, PRAXIS — პრაქტიკული განათლების აკადემია და პოდკასტი „ბიზნესი და სამართალი“.
ვის ვეძებთ
მენეჯერს, რომელმაც B2B გაყიდვები ძალიან კარგად იცის და გუნდის მართვა შეუძლია.
დღეს კორპორატიული მომხმარებელი რეკომენდაციითა და პირადი კავშირებით მოდის. ეს მუშაობს, მაგრამ სისტემა არ არის და არ იზომება. პროცესი თქვენ უნდა შექმნათ.
მოვალეობები
- B2B გაყიდვების სისტემის აწყობა და მართვა
სავალდებულო
- 10+ წელი B2B გაყიდვებში, მათ შორის გუნდის მართვაში
- გაყიდვების მიმართულება ნულიდან გაქვთ აწყობილი და არა მზა პროცესი ჩაბარებული
- მოლაპარაკება გადაწყვეტილების მიმღებთან — მფლობელი, დირექტორი, ფინანსური დირექტორი
- CRM-ის დისციპლინა: ციფრი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, უნდა დგებოდეს
- ინგლისური — თავისუფლად
უპირატესობა
- პროფესიული მომსახურების სფერო — იურიდიული, აუდიტორული, საკონსულტაციო ან საბანკო
- არსებული კავშირები ქართულ ბიზნეს-გარემოში
- რუსული ენა
რას გთავაზობთ
- პირდაპირი ანგარიშვალდებულება მმართველ პარტნიორთან — შუალედური რგოლების გარეშე
- საკუთარი ბიუჯეტი და თავისუფლება გადაწყვეტილებაში
- პროდუქტი, რომელსაც ყიდით: 36 მიმართულება და დასახელებული ექსპერტი თითოეულზე
- ანაზღაურება: ფიქსირებული — მოლაპარაკებით + % ხელშეკრულებიდან — მოლაპარაკებით. ბონუსი მიბმულია დადებულ ხელშეკრულებაზე და არა შეხვედრების რაოდენობაზე.
განაცხადი
CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@khlaws.com, სათაურით „ბიზნესის განვითარების დირექტორი“.
წერილში დაამატეთ ერთი აბზაცი: როგორ მოიძიებდით პირველ ათ კორპორატიულ მომხმარებელს იურიდიული კომპანიისთვის საქართველოში? პასუხის გარეშე CV არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 10 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

