ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- ბიზნესპროექტების მართვისა და განვითარების მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციის საქმიანობის შესაბამისი ბიზნეს სერვისების განვითარების პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებასა და პროცესზე ზედამხედველობაში მონაწილეობა;
- საქმიანობის ფარგლებში ანალიტიკური მასალის მომზადება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;
- საქმიანობის შესაბამისად მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დამუშავება, აგრეთვე საჭიროებისამებრ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- მეწარმეების მიერ საკონსულტაციო სერვისების მისაღებად წარმოდგენილი შეთავაზებების განხილვა, შესაბამისობის გადამოწმება და დადასტურების პროცესის უზრუნველყოფა;
- საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებისა და საგრანტო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებების განხილვისა და გაფორმების პროცესის კოორდინაცია, პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
- საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულებების დროულად გაფორმების უზრუნველყოფა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;
- მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების განხორციელების პროცესის ხარისხის მონიტორინგი, გამოვლენილი საკითხებისა და შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;
- დასრულებული საკონსულტაციო პროექტების შესწავლა და განხორციელებული მომსახურების ხელშეკრულებითა და დადგენილი მოთხოვნებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
- დასრულებული საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის პროცესის კოორდინაცია;
- დასრულებული საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში შესაბამისი ანგარიშსწორების პროცესის ინიცირება და პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- საკონსულტაციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- საკონსულტაციო სერვისების განხორციელების პროცესში ბენეფიციარებთან, კონსულტანტებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- საკონსულტაციო პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მათი გადაწყვეტის ხელშეწყობა;
- საქმიანობის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და შესაბამისი შიდა პროცესების წარმართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ პერიოდული და საჭიროებისამებრ სპეციალური ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) — ბიზნესის, ეკონომიკის, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება: ბიზნესპროექტების მართვისა და განვითარების მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
- უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
