ბიზნეს და აგრო სესხის ოფიცერი
- მისამართი
- ქ. ბათუმი
სრული აღწერა
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.
დღეს ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 23 ქალაქში, 31 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის მთავარი ძალა ადამიანებია. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კვალიფიკაციით, პასუხისმგებლობითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. კომპანიაში ვქმნით თანამშრომლობაზე, განვითარებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი მნიშვნელოვანია.
სამუშაოს აღწერა:
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოზიდვა;
- პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები;
- მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება;
- ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება;
- სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
- სესხის გაცემის პროცესის მართვა;
- პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
- პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
- საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ენერგიული, აქტიური;
- ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნეს და აგრო სესხის ოფიცერი.
ქალაქი: ბათუმი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

