ბიზნეს ანალიტიკოსი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნეს ანალიტიკოსი
📍სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
📌ვაკანსიის რაოდენობა: 1
👥განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას.
ძირითადი მოვალეობები:
- პროქტის ფარგლებში მონაწილე მხარეებისაგან მოთხოვნების/ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება, მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მის საფუძველზე ფუნქციური და ტექნიკური დავალების შემუშავება;
- პროექტთან დაკავშირებულ მონაცემთა კვლევა და ანალიზი;
- დოკუმენტაციის შემუშავება და საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება
- ეფექტურობის ანალიზი და წინადადებათა შემუშავება პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით;
- ამოცანის ჩამოყალიბება, ამოცანის შემაჯამებელი ანალიზი და დეველოპერებისთვის ზუსტი, ამომწურავი ტექნიკური დავალების შედგენა;
- პროექტის გუნდსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებებს შორის შუამავალი რგოლის ფუნქციის შესრულება;
- პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალური ტესტირების მხარდაჭერა და ტესტირების გუნდთან ერთად შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ტექნიკური მიმართულებით, ფიზიკია-მათემატიკის/ ინფორმატიკის განხრით);
- ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მონაცემთა დამუშავების, ანალიტიკური სისტემების ან საბანკო ინფორმაციის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამირების გამოცდილება;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მონაცემთა დამუშავების, ანალიტიკური სისტემების ან საბანკო ინფორმაციის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამირების გამოცდილება
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბიზნეს ანალიტიკოსი ქალაქში - თბილისი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

