ბიუჯეტირების სამსახურის უფროსი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 09:30 – 18:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
ILARIA პარტნიორი მსხვილი მძიმე მრეწველობის კომპანიისთვის, ეძებს „ბიუჯეტირების სამსახურის უფროსს-ფინანსური დირექტორის მოადგილეს“
- სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანია კომპანიის ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის ეფექტიანი მართვა, ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ბიუჯეტების მომზადებისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, ფულადი ნაკადების მართვა და მმართველობითი ანგარიშგების მომზადების ზედამხედველობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ბიუჯეტების მომზადება, გარე და შიდა მოხმარებისთვის, ყოველკვარტლურად და წლიურად;
- ფულადი სახსრების გეგმის შედგენა და შესრულების ანალიტიკა;
- მმართველობითი ანგარიშის მომზადება კომპანიაში შემავალ კომპანიებზე;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადების ზედამხედველობა ფულადი სახსრების შესახებ;
- ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და დროული მიწოდების კოორდინირება;
- ყოველთვიური მმართველობითი ანგარიშების მომზადება (ბიუჯეტის შესრულება);
- ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებლების ანალიტიკა;
- წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიტიკა;
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი (თვიური, კვარტალური, წლიური);
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების მონიტორინგი;
- სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში;
- ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ გარე კონსულტანტებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
- სხვა მოთხოვნილი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- მსოფლიო ბაზრის ფასების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მძიმე მრეწველობის, საბანკო სექტორში ან აუდიტორიული კომპანიების Big4-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსების ან ბიუჯეტირების სფეროში მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება
- ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
- ფულადი ნაკადების, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- მზადყოფნა პერიოდული მოკლევადიანი მივლინებებისთვის საწარმოო ობიექტზე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიუჯეტირების სამსახურის უფროსი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

