ბისკვიტებისა და ნამცხვრების ფირფიტების მცხობელი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 სთ
- მისამართი
- ქ. თბილისი, საბურთალო, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. N12
სრული აღწერა
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ბისკვიტებისა და ნამცხვრების ფირფიტების მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. N12
სამუშაო განაკვეთი: სრული. 40 საათი (კვირაში 5 სამუშაო დღე)
გრაფიკი: 09:00-18:00 სთ.
ძირითადი ფუნქციები:
- ბისკვიტებისა და ნამცხვრის ფირფიტების ცხობის პროცესის მართვა;
- ბისკვიტებისა და ნამცხვრის ფირფიტების მომზადების პროცესში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება;
- ბისკვიტებისა და ნამცხვრის ფირფიტების ხარისხიანობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კვების ჰიგიენური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობიანობა
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბისკვიტების და ნამცხვრების ფირფიტების მცხობელი.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
