ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ექთანი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
სრული აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტის მიღება, კათეტერის ჩადგმა, მომზადება პროცედურისთვის;
· აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
· პროცედურის მსვლელობისას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
· ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ფლებოტომიის მიმართულების მქონე კანდიდატს;
· კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
სამუშაო პირობები:
· ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 08:00–17:00;
· ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13;
· ანაზღაურება - 1500 ლარი (დარიცხული)
დამატებითი სარგებელი:
- Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება;
- FitPass;
- ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
- წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
- სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ექთანი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ექთანი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

