ბიბლიოთეკარი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
სრული აღწერა
გია მურღულიას უნივერსალური სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სკოლის ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- წიგნადი ფონდის მოწესრიგება, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება;
- მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დახმარება;
- წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნიერებისა და წიგნებისადმი ინტერესის განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და რეკომენდაციების შეთავაზება;
- კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, თემატური შეხვედრისა და საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და შესაბამისი რესურსების მოსამზადებლად;
- ინგლისურენოვანი წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოწესრიგება და მათი გამოყენების ხელშეწყობა;
- ბიბლიოთეკის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- წიგნებისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციის ინტერესი;
info@gmus.edu.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
