ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი / მოხალისე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი
- მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს
სრული აღწერა
საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.
ფონდის შესახებჩვენი ფონდის საქმიანობა მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება — მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით.
ფონდის ყველა პროცესსა და აქტივობას მოხალისეები მართავენ. ჩვენ არ გვაქვს საოპერაციო ხარჯები: არავინ იღებს ხელფასს, არ ვფარავთ მივლინების ხარჯებს და არ ვყიდულობთ მომსახურებებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციულ ხარჯებს თავად მოხალისეები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ.
ეს ნიშნავს, რომ შემოწირულებების 100% ბავშვების დახმარებას ხმარდება.
ფონდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ვის ვეძებთ?
- ვეძებთ ემპათიურ, ყურადღებიან და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუძლია მათი საჭიროებების მოსმენა და სურს საკუთარი დრო და ენერგია ბავშვების დახმარებას მოახმაროს.
- თუ შეგიძლია ადამიანებთან გულწრფელი კომუნიკაცია, გსიამოვნებს პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და გინდა გახდე იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობის მიღებაში ეხმარება, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
- ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)
- სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური
- დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე
- გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან
- ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- დახმარების მსურველი ბავშვების მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან პირველადი კომუნიკაცია;
- ოჯახების საჭიროებების მოსმენა და ბენეფიციარების შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეგროვება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის, დიაგნოზის, მკურნალობის გეგმისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნა და შეგროვება;
- მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოწესრიგება, სისრულის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა;
- ბენეფიციარის საჭიროებების იდენტიფიცირება და ფონდის გუნდთან ერთად დახმარების შესაძლებლობების განხილვაში მონაწილეობა;
- ბენეფიციარებისთვის ფონდის მუშაობის პროცესისა და დახმარების მიღების ეტაპების გასაგებად ახსნა;
- ბენეფიციარებთან რეგულარული კომუნიკაცია და მათი ინფორმირება განაცხადის განხილვისა და დახმარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
- ბენეფიციარების პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ფონდის სხვა მოხალისეებთან თანამშრომლობა, რათა ბავშვების დახმარების პროცესი იყოს ორგანიზებული, გამჭვირვალე და ეფექტიანი.
რას ველით შენგან?
- ემპათიასა და გულისხმიერებას
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებას;
- ორგანიზებულობას, მოთმინებასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს;
- გულწრფელ სურვილს, საკუთარი დრო და შესაძლებლობები ბავშვების დახმარებას მოახმარო.
ჩვენ გთავაზობთ
- უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.
- ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მომენტებში დახმარების გაწევას, რეალური პასუხისმგებლობის აღებას და საქველმოქმედო საქმიანობის სრულ პროცესში მონაწილეობას.
- შენი ერთი ზარი, ყურადღებით მოსმენილი ისტორია და დროულად გაწეული დახმარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ბავშვის მკურნალობისკენ.
რას გაძლევს მოხალისეობა?
- სოციალური გავლენა
- პრაქტიკული გამოცდილება
- პროფესიული განვითარება
- ახალი კავშირები
- რეკომენდაცია
- პიროვნული გამოცდილება
როგორ შემოგვიერთდე?
თუ გინდა, რომ შენი ყურადღება, გულისხმიერება და კომუნიკაციის უნარები ბავშვების დახმარებას მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
info@changetheworld.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითე: „ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)“
ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი საუბრით, ერთი კეთილი საქმით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
