ბელბოი/უსაფრთხოების ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 20 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
სრული აღწერა
"BOYGAR`S" ეძებს ბელბოი / უსაფრთხოების ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის უსაფრთხოებას, წესრიგს და სტუმრების თავაზიან მომსახურებას.
ანაზღაურება: 1300 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების/კლიენტების მისაღებად მაღაზიის კარის გაღება და თავაზიანი დახვედრა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
- სამუშაო დღის დასაწყისსა და დასრულებისას მაღაზიის სივრცეების შემოწმება და პრობლემების დაფიქსირება;
- ვიდეოკონტროლის საშუალებით შიდა და გარე სივრცეების მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება (შესაბამისი ცვლის დროს);
- საჭიროების შემთხვევაში დახმარება ოპერაციულ პროცესებში (დატვირთვა/გადმოტვირთვა, პროდუქციის გადატანა საწყობიდან სავაჭრო დარბაზში).
მოთხოვნები:
- დისციპლინა, ყურადღება დეტალებზე, სწრაფი რეაგირება და კონფიდენციალურობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ გუნდს და მკაფიო სამუშაო პროცესებს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV — careers@boygars.com.
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
