ბელბოი
- მისამართი
- თბილისი, ნიკოლაძის 12
- სამუშაო გრაფიკი
- 12 საათი, 08:00-20:00 ან 20:00-08:00
- ბენეფიტები
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს · პროფესიული ზრდის შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვით შეხვდეს და მიესალმოს სტუმრებს
- მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე
- სტუმრებს გაუწიოს დახმარება მიმართულებებთან და ავტომობილის პარკირებასთან დაკავშირებით
- უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/დაბინავება
- სტუმრების ტრანსპორტირების საკითხს გაუწიოს ორგანიზება
- თავაზიანად უპასუხოს სტუმრის ყველა მიმართვას და გაუწიოს მათ სხვა რელევანტური ტიპის დახმარება
- იზრუნოს საზოგადო ადგილების და იქ განთავსებული ინვენტარის სისუფთავესა და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე
საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- უმაღლესი განათლება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
გრაფიკი: 12 საათი, 08:00-20:00 ან 20:00-08:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 13 77 27 ან 591 63 25 24
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო არტიზან დიზაინ ჰოტელი
გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
