კომპანია
ადმინისტრაციაბექ-ოფისის საოპერაციო სპეციალისტი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი
- მორგებულია ამერიკის ბაზრის სამუშაო გრაფიკზე
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს:
ბექ-ოფისის საოპერაციო სპეციალისტი (Warehousing)
ძირითადი მოვალეობები:
- ამერიკაში მდებარე საწყობებთან და პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- აუქციონებიდან შეძენილი ავტომობილების საწყობში მიღების პროცესის კოორდინაცია;
- ავტომობილების მიღების, აღრიცხვისა და განთავსების პროცესების მონიტორინგი;
- ავტომობილების კონტეინერებში ჩატვირთვის პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
- ავტომობილების სტატუსების, ადგილმდებარეობისა და საწყობში ყოფნის ვადების მონიტორინგი;
- ავტომობილებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადამოწმება;
- ფოტოების ატვირთვა კომპანიის პლატფორმაზე
- საწყობის მონაცემების კომპანიის შიდა სისტემაში სწორად და დროულად ასახვა;
- საწყობთან დაკავშირებული პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
- კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ინფორმაციის გაცვლა და სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა.
- ბექ ოფისის საოპერაციო სპეციალისტი (Booking Department)
ძირითადი მოვალეობები:
- საზღვაო ხაზებთან ბუქინგების განთავსება და მართვა;
- ბუქინგების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
- გემების განრიგების (Sailing Schedules) მონიტორინგი;
- Shipping Instructions-ის მომზადებისა და გადამოწმების პროცესში მონაწილეობა;
- Bill of Lading-ის მონაცემების კონტროლი;
- კონტეინერების გადაადგილებისა და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
- საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
- ბუქინგებთან დაკავშირებული ცვლილებებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
- ინფორმაციის კომპანიის შიდა სისტემაში სწორად და დროულად ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- უცხო ენების ცოდნა;
- ლოგისტიკის ან საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები მორგებულია ამერიკის ბაზრის სამუშაო გრაფიკზე.
ანაზღაურება: 1, 500 ლარიდან — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
vacancy@cargopolo.com
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
