ბარმენი/ბარ-მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- ბენეფიტები
- სამუშაოს ახალ კოქტეილ-ბარში, სოლოლაკში, თბილისში · შესაძლებლობას, შეუერთდეთ გუნდს პროექტის გახსნის ეტაპიდან · კოქტეილების მენიუსა და ბარის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას
სრული აღწერა
სოლოლაკში, ახალი კოქტეილ-ბარისთვის ვეძებთ ბარმენს/ბარ-მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- საავტორო და კლასიკური კოქტეილების მომზადება.
- სასმელების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი.
- სტუმრებთან კომუნიკაცია და ბარში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა.
- წინასწარ მომზადებული ინგრედიენტების, მარაგებისა და სამუშაო სივრცის წესრიგის კონტროლი.
- კოქტეილების მენიუს შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა.
- ბარ-მენეჯერის პოზიციისთვის — ბარის მუშაობის ორგანიზება, შესყიდვების, ინვენტარიზაციის, თვითღირებულებისა და გუნდის მუშაობის კონტროლი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- კოქტეილ-ბარებში მუშაობის გამოცდილება.
- კლასიკური კოქტეილების რეცეპტებისა და პროფესიული ბარის ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა.
- ინგრედიენტების, გემოების ბალანსისა და მიქსოლოგიის თანამედროვე მიდგომების ცოდნა.
- თანამედროვე კოქტეილის კულტურისა და ბარის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი.
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება.
- სტუმრებთან კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ადამიანებთან გაცნობა, რომლებიც თვალს ადევნებენ ბარის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს და ბარმენობას არა უბრალოდ სამსახურად, არამედ პროფესიად აღიქვამენ.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაოს ახალ კოქტეილ-ბარში, სოლოლაკში, თბილისში.
- შესაძლებლობას, შეუერთდეთ გუნდს პროექტის გახსნის ეტაპიდან.
- კოქტეილების მენიუსა და ბარის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას.
- სტაბილურ სამუშაოს და გამჭვირვალე პირობებს.
- ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განიხილება ინდივიდუალურად, პოზიციისა და გამოცდილების შესაბამისად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: as@creativebird.agency
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
