Maizen
მომსახურებაბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ვაკე
სრული აღწერა
"Maizen" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- ბარისტა
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
- ყავის აპარატთან და აღჭურვილობასთან მუშაობა;
- სტუმრებთან პროფესიონალური კომუნიკაცია;
- სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ყავის მომზადების ტექნიკის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- მიმტანი
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
- შეკვეთების დროული მიღება და გადაცემა;
- მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
- სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- მზარეულის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:
- მზარეულის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
- პროდუქტების მომზადება და პირველადი დამუშავება;
- სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- მზარეულის მითითებების შესაბამისად კერძების მომზადების პროცესში დახმარება;
- პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
- HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- სამზარეულოში წესრიგისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულის დამხმარის ან სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- პროდუქტების პირველადი დამუშავების ტექნიკის ცოდნა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი;
- ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "მაიზენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
