ბარისტა
- ანაზღაურება
- 900+ ₾
- მისამართი
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 9 ან 12 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი
სრული აღწერა
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
„მასტერ კოფი’ აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ „ კოფისტა“-ში ბარისტას პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ/მთაწმინდა "ბომბორა"
სამუშაო გრაფიკი: 9 ან 12 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება: 900ლ (+ ბონუსი 200ლ);
ფუნქცია - მოვალეობები:
- მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
- მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა ;
- შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
- ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სენდვიჩების აწყობა;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება არ არის სავალდებულო;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- მეგობრული;
- პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის , დაატრეინინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით , შეუქმნას სასიამოვნო , მეგობრული გარემო , სტაბილური ანაზღაურების პირობით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე .
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 900 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
