ბარისტა
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- მისამართი
- თბილისი, ირაკლი აბაშიძის #30
სრული აღწერა
"Wilbour Holding"-ი 2026 წლის შემოდგომაზე თბილისში, ირაკლი აბაშიძის #30-ში "BRØD the Bakery"-ს ახალ ობიექტს ხსნის!
"Wilbour Holding"-მა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი) და სხვა. პირველი BRØD the Bakery ჩვენმა გუნდმა 2025 წელს ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გახსნა.
ამჟამად აბაშიძის ქუჩის "BRØD the Bakery"-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის #30
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 2/2-ზე განრიგი, 12-საათიანი ცვლები
თვიური საშუალო ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით, მენიუს ცოდნა
- ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით
- სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება
- პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, სტუმრების გამასპინძლება
- შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
- ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
- სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
- ანგარიშსწორების პროცედურების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარები
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: rdevidze@wilbour.com
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
