ბარბერი-სტილისტი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 23
- განაკვეთი
- სამუშაო ცვლაში
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით, ცვლებში
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
დამსაქმებელი ეძებს სტილისტს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება, უმუშავია ევროპის წამყვან სტილისტებთან და შეუძლია როგორც კონკრეტული სადალაქო სამუშაოების შესრულება, ასევე ექნება დიზაინერული ხედვა (სასურველი ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება), რათა შეძლოს სპეციალური ან/და კორპორატიული მომსახურების გაწევა დამსაქმებლის დამკვეთთათვის. სავალდებულოა გამოცდილებისა ან/და განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის თმის შეჭრის, წვერის ფორმის მიცემის, გაპარსვისა და მოვლის მომსახურების გაწევა.
- მომხმარებლის სურვილისა და გარეგნული თავისებურებების გათვალისწინებით ვარცხნილობისა და წვერის შესაბამისი ფორმის შერჩევა.
- თმისა და წვერის შეჭრისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება.
- სამუშაო იარაღებისა და ინვენტარის გაწმენდა, დეზინფექცია და ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა დადგენილი წესების შესაბამისად.
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
- მომხმარებლის მომსახურების პროცესში თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- გამოყენებული მასალებისა და კოსმეტიკური საშუალებების სათანადოდ გამოყენება და შენახვა.
- სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
- მომსახურების გაწევისას მომხმარებლის პირადი სივრცის, კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვა.
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც შეესაბამება დაკავებულ თანამდებობასა და დასაქმებულის კვალიფიკაციას.
- ფლობდეს განვითარებულ დიზაინერულ ხედვასა და ესთეტიკურ აღქმას, შეეძლოს სახის ფორმის, თმის სტრუქტურისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით თანამედროვე და მომხმარებლის გარეგნობასთან შესაბამისი ვარცხნილობისა და წვერის დიზაინის შექმნა.
- იცნობდეს ბარბერული ხელოვნების თანამედროვე საერთაშორისო ტენდენციებს, თმისა და წვერის ფორმირების მოწინავე ტექნიკებსა და პროფესიულ სტანდარტებს და იყენებდეს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში. (მნიშვნელოვანია ჰქონდეს ამ მხრივ შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილება)
- გააჩნდეს საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება ბარბერული მომსახურების სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო მასტერკლასებში ან დარგობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
- შეეძლოს ინდივიდუალური სტილის კონცეფციის შემუშავება და მისი პროფესიულად შესრულება, მათ შორის, კრეატიული და არასტანდარტული დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება მომხმარებლის მოთხოვნებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.
პროფესია: თმის სტილისტი
სამუშაო ადგილი: შოთა რუსთაველის გამზირი 23
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 2500 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით, ცვლებში
დასაქმების ფორმა: ცვლებში
გამოცდილება: 5 წელი
ენები: ინგლისური (თავისუფლად), რუსული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, ტოლერანტულობა, კეთილსინდისიერება, ინოვაციურობა, ერთგულება, სტრატეგ. და კონცეფც. ფორმულირება, შედეგზე ორიენტაცია, დაგეგმვა/ორგანიზება, ცვლილებებთან ადაპტაცია, სოციალური კავშირების დამყარება, საქმიანი აზროვნება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
