ბაკალავრიატის კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების პროფესორი
- ანაზღაურება
- 4 159 ₾
- ქალაქი
- გორი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ბაკალავრიატის კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების პროფესორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4159 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გორი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების უფროსის მხარდაჭერა კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფა/განვითარებაში;
- კომპეტენციის ფარგლებში კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის და სასწავლო პროცესის გაძღოლა;
- კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერული კვლევების წარმართვა/ხელმძღვანელობა;
- საბაკალავრო ნაშრომის, საკონფერენციო თემების, იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობის და სხვა მსგავსი აქტივობების ხელმძღვანელობა;
- კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
- დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება;
- იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
- იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა;
- კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
- პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების უფროსთან მოხსენება; სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების უფროსთან მოხსენება;
- ლექციის მიმდინარეობის დროს ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა/მართვა, იუნკერთა დისციპლინის მართვა და სალექციო პროცესზე ქცევის წესის კონტროლი;
- კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება.
- საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
- უმაღლესი განათლების შესახებ კანონი;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანება (უმაღლესი საგანმანათ;ებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები:
577393607
დამატებითი მოთხოვნები:
ბაკალავრიატის კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სწავლის შემდეგ სფეროებში: კიბერუსაფრთხოება, ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული სისტემები. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავება. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოცემული პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. ასევე, კანდიდატს უნდა გააჩნდეს სპეცილობით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წელი.
კანდიდატს უნდა შეეძლოს კიბერსივრცის ოპერაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან მინიმუმ სამი ან მეტი კურსის გაძღოლა:
- შესავალი კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოებაში
- ოპერაციული სისტემები და მათი უსაფრთხოება
- ვებ ტექნოლოგიები და უსაფრთხოება
- საკომუნიკაციო ქსელები და ადმინისტრირება
- ეთიკა კიბერუსაფრთხოებაში
- ეთიკური ჰაკინგი
- კომპიუტერული სისტემების და ქსელების უსაფრთხოება
- კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა
- საკომუნიკაციო ქსელების ორგანიზაცია და დაპროექტება
- კიბერშეღწევების გამოვლენა და პრევენცია
- პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონე);
- სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
- კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;
- უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
- პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge-ზე 2026 წლის 25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.
კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- ტესტირება ინგლისურ ენაში. კანდიდატები შემოწმდებიან შესაბამისი დონის ტესტირებით,ხოლო კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და დამთავრებული ექნებათ საზღვარგარეთ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა განთავისუფლდებიან ტესტირებისაგან).
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის პრეზენტაცია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდებათ აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კანდიდატს, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, უნდა ჰქონდეს მიღებული თავისი სამუშაო ადგილიდან უფლებამოსილი პირის (დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით გათვ ალისწინებული სხვა პირის) წერილობითი თანხმობა შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
