ნამი 8B2C გაყიდვების ხელმძღვანელი
- მისამართი
- თბილისი, ქავთარაძის ქ. #1ა
სრული აღწერა
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აერთიანებს ისეთ წარმატებულ ბრენდებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion და სხვა. ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი. ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ. ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში ნამი 8-სთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს B2C გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, გამოცდილ ლიდერს, რომლის მთავარი პრიორიტეტი B2C გაყიდვების გუნდების ეფექტიანი მართვა, გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა და საოპერაციო პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირება იქნება. თუ ფლობთ გუნდის მართვის წარმატებულ გამოცდილებას და მზად ხართ დინამიურ გარემოში ახალი გამოწვევების მისაღებად, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- B2C ბიზნესის განვითარების და გაფართოების მხარდაჭერა: საცალო გაყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება. გაყიდვების/გაიჯარების მოცულობისა და შემოსავლების ზრდაზე პასუხისმგებლობა
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ქცევის ანალიზი;
- მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება;
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა: საცალო გაყიდვების სტრატეგიის, მიზნების, გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა და განხორციელების მართვა.
- B2C გაყიდვების გუნდების მართვა: B2C გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა. გეგმების შესრულების მონიტორინგი;
- გუნდის მხარდაჭერა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა; ლიდების გენერაციის, კამპანიებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვის მიმართულებით.
- მარაგების მართვა: B2C გაყიდვებისთვის საჭირო პროდუქციისა და მარაგების რეგულარული კონტროლი;
- რისკების და პორტფელის სრული მართვა: პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, დროული ჩართულობა და შესაბამისი რეაგირება საკითხის სრულ მოგვარებამდე;
- კომერციული პროექტების განხორციელება: B2C მიმართულების კომერციული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგი: B2C გუნდის ახალი წევრების კომპანიასთან ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა. მათი დატრეინინგება და ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ანგარიშგება: ყოველდღიური, კვირისა და თვის გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური შედეგების რეპორტი, ანალიზი, უკუკავშირი გუნდთან და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
რას ველოდებით თქვენგან?
- უმაღლეს განათლებას (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- B2C გაყიდვების ან/და გაყიდვების გუნდის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
- Bitrix24 ან/და სხვა CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილებას;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (Microsoft Office Word, Excel, Outlook);
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერ ლიდერულ, ორგანიზაციულ და მოლაპარაკებების მართვის უნარებს.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას TSUR GROUP-ის ყველა ბრენდის პროდუქტებზე (Aromaco, Nami8 ).
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. #1ა
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ნამი 8" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - B2C გაყიდვების ხელმძღვანელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
