იზი • easyB2B გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
"იზი • easy" - ქართული საყოფაცხოვრებო პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების შენახვის, გაყინვისა და ორგანიზების მარტივ გადაწყვეტილებებს.
კომპანია აცხადებს აქტიური და შედეგზე ორიენტირებული B2B გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას, რომელიც განავითარებს HoReCa მიმართულებას და "იზის" პროდუქტებს შესთავაზებს სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ქეითერინგის კომპანიებსა და სხვა კვების ობიექტებს.
მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება;
- კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება თბილისში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეგიონებში;
- "იზის" პროდუქციის პრეზენტაცია, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებულ პარტნიორებთან განმეორებით შეკვეთებსა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- შეკვეთების მიღება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდთან;
- შეთანხმებული გაყიდვების გეგმის შესრულება;
- კლიენტების ბაზის წარმოება და გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და კლიენტების მოთხოვნების შესწავლა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პრეზენტაციის უნარი;
- ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება:
- HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება და არსებული საქმიანი კონტაქტები;
- საყოფაცხოვრებო, ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება.
პირობები:
- დისტანციურ სამუშაოს, კლიენტებთან ადგილზე შეხვედრებით;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო ლიმიტს;
- შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ "იზის" ახალი გაყიდვების მიმართულების განვითარებაში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- გაყიდვები, მარკეტინგი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
