B2B გაყიდვების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
"Safety.ge" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ჩვენ შესახებ
"Safety.ge" კომპანიებს სთავაზობს უსაფრთხოებისა და შესაბამისობის მიმართულებით მომსახურებასა და პროდუქციას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს შრომის უსაფრთხოებას, სურსათის უსაფრთხოებას (HACCP), საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.
გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვასა და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და ბიზნესკონტაქტების დამყარება;
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
- კომპანიის მომსახურებისა და პროდუქციის წარდგენა;
- კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- გაყიდვების პროცესისა და აქტივობების აღრიცხვა CRM სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია B2B მიმართულებით);
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითორგანიზების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office, Google Docs, Google Sheets) ცოდნა;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ?
- მოთხოვნად პროდუქტსა და მომსახურებას: მუშაობას ბიზნესისთვის მნიშვნელოვან და რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით სავალდებულო უსაფრთხოების მიმართულებებზე;
- პროფესიულ განვითარებას: ტრენინგებს, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სამუშაო გარემოს: გუნდს, სადაც თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ყოველდღიური მუშაობის ნაწილია;
- ბონუსურ სისტემას: გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებულ დამატებით ანაზღაურებას.
როგორ გამოგვიგზავნო განაცხადი?
თუ დაინტერესებული ხარ B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობით, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: shop@safety.ge. წერილის სათაურში მიუთითე: B2B გაყიდვების მენეჯერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
