B2B გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი/ჰიბრიდული
სრული აღწერა
"FLATROW" გაყიდვების პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც კომპანიებს ეხმარება პროექტები, ბინების ხელმისაწვდომობა, სართულები, გეგმები, 360° ვიზუალიზაცია, ინტერიერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ ციფრულ სივრცეში მართონ და კლიენტს უფრო მარტივი, თანამედროვე და ეფექტური გაყიდვების გამოცდილება შესთავაზონ.
ჩვენ ახლა ვიწყებთ FLATROW-ის საერთაშორისო კომერციულ განვითარებას და ვეძებთ ძლიერ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი.
ლოკაცია: თბილისი/ჰიბრიდული
რას გააკეთებ?
- FLATROW-ის B2B გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას;
- უძრავი ქონების დეველოპერებისა და შესაბამისი კომპანიების მოძიებასა და იდენტიფიცირებას;
- CEO/Founder/Commercial Director/Sales Director/Marketing Director დონეზე კომუნიკაციას;
- ახალი ბიზნეს-კონტაქტების შექმნას და outbound sales-ის წარმოებას;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პროდუქტის დემოების ორგანიზებასა და ჩატარებას;
- კლიენტის საჭიროებების აღმოჩენას და FLATROW-ის შესაბამისი ღირებულების სწორად წარმოჩენას;
- მოლაპარაკებების წარმოებას და გარიგებების დახურვას;
- CRM-ში გაყიდვების პროცესის სრულად მართვას;
- ლიდების, შეხვედრების, დემოების, conversion-ისა და გაყიდვების შედეგების მონიტორინგს;
- გაყიდვების პროცესის მუდმივ გაუმჯობესებას;
- ბაზრისა და კონკურენტების შესწავლას;
- "FLATROW"-ის საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.
შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ:
- გაქვს მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში/Business Development-ში;
- გქონია გამოცდილება ტექნოლოგიური, PropTech, უძრავი ქონების ან სხვა რთული პროდუქტის გაყიდვაში;
- კომფორტულად გრძნობ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაციისას;
- შეგიძლია არა უბრალოდ პროდუქტის წარდგენა, არამედ მისი ბიზნესღირებულების გაყიდვა;
- ხარ ძლიერი მოლაპარაკე და კიდევ უფრო ძლიერი მსმენელი;
- კარგად გესმის sales funnel, lead qualification და conversion;
- ხარ შედეგზე ორიენტირებული და გიყვარს მიზნების მიღწევა;
- შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო საკუთარი გაყიდვების პროცესი;
- ფლობ ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- გაქვს ინტერესი ტექნოლოგიების, უძრავი ქონებისა და თანამედროვე ბიზნესის მიმართ.
განსაკუთრებით დაგვაინტერესებ, თუ: გაქვს უკვე არსებული B2B ქსელი უძრავი ქონების ინდუსტრიაში - დეველოპერებთან, უძრავი ქონების სააგენტოებთან ან სამშენებლო კომპანიებთან.
რას გთავაზობთ?
- შესაძლებლობას, შეუერთდე ახალი თაობის PropTech პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესს;
- რეალურ გავლენას პროდუქტის კომერციულ განვითარებაზე;
- მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისკენ მიმართულ სტარტაპში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს.
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ გარემოს, სადაც შენი იდეები რეალურად მიიღებს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV და მოკლე ინფორმაცია შენს B2B გაყიდვების გამოცდილებაზე: info@flatrow.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
