B2B გაყიდვების მენეჯერი
- ბენეფიტები
- დისტანციურ სამუშაოს, კლიენტებთან ადგილზე შეხვედრებით · მოქნილ სამუშაო გრაფიკს · ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს
სრული აღწერა
"იზი • easy" - ქართული საყოფაცხოვრებო პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების შენახვის, გაყინვისა და ორგანიზების მარტივ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: easy.com.ge easy.com.ge — ბმულის გახსნა.
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს HoReCa მიმართულებას და "იზის" პროდუქტებს შესთავაზებს სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ქეითერინგის კომპანიებსა და სხვა კვების ობიექტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება;
- კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება თბილისში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეგიონებში;
- "იზის" პროდუქციის პრეზენტაცია, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებულ პარტნიორებთან განმეორებით შეკვეთებსა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- შეკვეთების მიღება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდთან;
- შეთანხმებული გაყიდვების გეგმის შესრულება;
- კლიენტების ბაზის წარმოება და გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და კლიენტების მოთხოვნების შესწავლა.
კვალიფიკაცია და აუცილებელი უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პრეზენტაციის უნარი;
- ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება.
უპირატესობად ჩაითვლება:
- HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება და არსებული საქმიანი კონტაქტები;
- საყოფაცხოვრებო, ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურ სამუშაოს, კლიენტებთან ადგილზე შეხვედრებით;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო ლიმიტს;
- შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ "იზის" ახალი გაყიდვების მიმართულების განვითარებაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე info@easy.com.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
