B2B გაყიდვების / ბიზნესის განვითარების მენეჯერი
- განაკვეთი
- თავისუფალი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- მისამართი
- დისტანციური / თავისუფალი
- სამუშაო გრაფიკი
- თავისუფალი გრაფიკი (შედეგზე ორიენტირებული)
- გამოცდილება
- მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში, კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობაში, ციფრულ მარკეტინგში, SaaS ან IT სექტორში
სრული აღწერა
კომპანია: ა.ვ.რ.ო.რ.ა (A.V.R.O.R.A)
პოზიცია: B2B Sales & Partnership Manager
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი (შედეგზე ორიენტირებული)
ადგილმდებარეობა: დისტანციური / თავისუფალი
ჩვენ შესახებ:
„ა.ვ.რ.ო.რ.ა“ არის ინოვაციური ქართული AI ციფრული კონსულტანტი ონლაინ-მაღაზიებისა და ე-კომერციული ბიზნესებისთვის. სისტემა ავტომატურად, 24/7 რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს ვებსაიტზე, Instagram-სა და Facebook-ზე, უზრუნველყოფს მყისიერ პასუხებს ქართულ ენაზე და ეხმარება კომპანიებს დაკარგული გაყიდვების დაბრუნებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მოიძიებს პარტნიორ კომპანიებს, გააცნობს პროდუქტს და დაითანხმებს თანამშრომლობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური პარტნიორებისა და კლიენტების (ონლაინ-მაღაზიები, E-commerce ბიზნესები, სააგენტოები) აქტიური მოძიება და ბაზის შექმნა;
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (Founders, E-commerce Managers, Marketing Heads) პირდაპირი კომუნიკაცია, შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა;
პროდუქტის შესაძლებლობების პრეზენტაცია/დემონსტრაცია (ონლაინ ან ადგილზე);
მოლაპარაკებების წარმართვა, წინააღმდეგობებთან მუშაობა და გარიგებების დახურვა;
პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) შემდეგი მიმართულებებიდან:
ბიზნესის ადმინისტრირება / მენეჯმენტი
მარკეტინგი / PR / კომუნიკაციები
ეკონომიკა / ფინანსები
საერთაშორისო ურთიერთობები ან ტექნოლოგიური/IT მიმართულებები
გამოცდილება: მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში, კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობაში, ციფრულ მარკეტინგში, SaaS ან IT სექტორში;
ე-კომერციისა (E-commerce) და ციფრული ბაზრის პრინციპების კარგი ცოდნა;
გამართული ქართული ენით კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დაჯერების მაღალი უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი თვითდისციპლინა (ვინაიდან გრაფიკი თავისუფალია);
დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
აქტიურობა, კომუნიკაბელურობა და ინიციატივიანობა.
როგორ განაცხადოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: ghvaladzegaga6@gmail.com სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "B2B Sales Manager - AURORA".
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- გაყიდვები, მარკეტინგი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
